პარიზში მიმდინარ დემონსტრაციების გამო ლუვრის მუზეუმი დაიხურა.
ადგილობრივი მედიის ცნობით დემონსტრანტებმა მუზეუმის შესასვლელი დაბლოკეს. „მონა ლიზა აპროტესტებს“ „ლეონარდო აპროტესტებს“ – ასეთი იყო აქტივისტების საპროტესტო შეძახილები. ამის შემდეგ მუზეუმის ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ მუზეუმი დაეხურათ.
ლუვრი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუზეუმია
საფრანგეთში 44-ე დღეა საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დაწყებული გაფიცვის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლუვრის მუზეუმი სრულად დაიხურა.