უკრაინამ, მოლდოვამ და სომხეთმა, დემოკრატიის ინდექსით, საქართველოს აჯობეს. საქმე ისაა, რომ ჟურნალმა Economist-მა 2021 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო, გასული წლის ინდექსის მსგავსად, 91-ე ადგილზე მოხვდა, სომხეთი 89-ე პოზიციაზეა, უკრაინა – 87-ე პოზიციაზე, მოლდოვა კი – 69-ე ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის ინდექსი მსოფლიოს 167 ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს. დემოკრატიის ინდექსი 5 კატეგორიას ემყარება: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო თავისუფლებები, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა და პოლიტიკური კულტურა.
ჟურნალ Economist-ის ცნობითვე, 2021 წლის რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებენ – ნორვეგია, ახალი ზელანდია, ფინეთი, შვედეთი, ისლანდია.