LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემოკრატიის გარეშე საქართველო აშშ-ის დღის წესრიგიდან გაქრება – ლარა ლინდერმანი

Laura Headshot

თუ საქართველო დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება, – ამის შესახებ “ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენელმა ლარა ლინდერმანმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ლინდერმანი ამბობს, შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მისი დემოკრატიული განვითარებაა.

„დემოკრატიული განვითარება განსაზღვრავს საქართველოს მნიშვნელობას. თუ საქართველოში დემოკრატია „უკან დაიხევს“, ქვეყანა ამით დაკარკავს მთავარ კომპონენტს.

საქართველო რთულ სამეზობლოშია, უსაფრთხოების კუთხით რთულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იზრდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც თუ ისე დიდია, ამიტომ თუ დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება,“ – განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკლევარმა, ლარა ლინდერმანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები