დემნა გვასალიას მიერ „ბალენსიაგას“ სახლისთვის შექმნილი ულტრათანამედროვე „დუტის“ ქურთუკი რამდენიმე სეზონია არ კარგავს აქტუალურობას. მისი ნახვა დიდ ქალაქში უფრო ხშირად შეიძლება, ვიდრე სათხილამურო კურორტზე, რაც ყველაზე მეტად მოდის მოყვარულებს ახარებთ, რომლებიც პოდიუმის მორიგი ტრენდის დევნაში სიცივისგანაც ახერხებენ თავის დაცვას.
როგორც აღმოჩნდა, „დუტის“ ქურთუკი ნებისმიერ ტანსაცმელს ერგება, მოკლე კაბით და ატლასის ფეხსაცმლით დაწყებული, ყოველდღიური ჯინსებითა და სპორტული შარვლით დასრულებული. არ დაგავიწყდეთ არც აქსესუარები, რომლებიც აუცილებლად ორიგინალური და შთამბეჭდავი უნდა იყოს.