ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ კროქსები ამჯერად პლატორმებზე გამოუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია BALENCIAGA-ს instagram-ზე გავრცელდა.
მისი შეძენა შესაძლებელია როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ. მანამდე ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ კრიტიკოსები და მსოფლიო მედია ისევ აალაპარაკა. Balenciaga-ს რეზინის კროქსების შემდეგ, ბაზარზე გამოვიდა ჩაკეცილი ფეხსაცმელი – მოდის ახალი ტენდენცია დემნა გვასალიასგან.
ჩაკეცილი ფეხსაცმლის ღირებულება, საშუალოდ, 855 ბრიტანული ფუნტიდან (2900 ლარი) იწყება. გვასალიას კოლექციაში ასევე არის წინდები 120 დოლარად.
დემნა გვასალიას საზაფხულო ჩუსტები კი 595 დოლარი ღირს.