LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემი მურს რომანი ინგლისის პრინც ენდრიუსთან აქვს

151

53 წლის დემი მური 56 წლის პრინც ენდრიუს ხვდება. დასავლური ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ ჰოლივუდის მსახიობი და ელისაბედ მეორის შვილი ერთმანეთზე ყურებამდე შეყვარებულები არიან. სწორედ ამიტომაც გადასახლდა ვარსკვლავი ლონდონში.

ენდრიუ და დემი, ერთმანეთს, სავარაუდოდ, პრინცის ყოფილმა ცოლმა, ექსცენტრიკულმა სარა ფერგიუსონმა გააცნო, რომელსაც ენდრიუ 1996 წელს დაშორდა. ყოფილმა ცოლ-ქმარმა კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა, ამიტომ მაისში ჩელსის ყვავილების ფესტივალზე სიხარულით გააცნო საკუთარი ახლო მეგობარი დემი მური.

პრინცსა და მსახიობს შორის რომანი ძალიან მალე დაიწყო და ზღაპარივით სწრაფად განვითარდა. მათი ურთიერთობით ყველა ბედნიერია – ენდრიუს ქლალიშვილები, პრინცესები ბეატრისი და ეუჯენია, ასევე – დემის ქალიშვილები, რუმერი, ტალულა და სკაუტი. რომანის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამსაც.

უკმაყოფილო მხოლოდ დედოფალია, ელისაბედ მეორე. წყაროების მტკიცებით, დედოფალი მიიჩნევს, რომ დემი მური, რომელმაც ოჯახი სამჯერ დაანგრია და პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებითაც, ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის მისაღები არ არის. მან უკვე სთხოვა შვილს, კარგად დაფიქრდეს და „მისთვის საკადრის“ ადამიანს დაუკავშიროს ბედი.

თუმცა, პრინცი დედას ყურსაც არ უგდებს, ისევე, როგორც ბევრად ადრე. ენდრიუს ყოველთვის უამრავი მეგობარი გოგონა ჰყავდა, ხშირად ერთსა და იმავე დროს რამდენიმე მათგანს ხვდებოდა.

ASCOT, ENGLAND - JUNE 19: Sarah Ferguson and Prince Andrew, Duke of York attend day 4 of Royal Ascot at Ascot Racecourse on June 19, 2015 in Ascot, England. (Photo by Samir Hussein/WireImage)

LONDON, UNITED KINGDOM - JUNE 10: (EMBARGOED FOR PUBLICATION IN UK NEWSPAPERS UNTIL 48 HOURS AFTER CREATE DATE AND TIME) Prince Andrew, Duke of York, Princess Eugenie and Princess Beatrice attend a national service of thanksgiving to mark Queen Elizabeth II's 90th birthday at St Paul's Cathedral on June 10, 2016 in London, England. (Photo by Max Mumby/Indigo/Getty Images)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები