დემი მური სულ უფრო აკვირვებს თავის გამომწერებსა და გულშემატკივრებს თავისი ახალგაზრდული იმიჯით. 60 წლის მსახიობი ფანტასტიკურად გამოიყურება და ამის დასტურია ახალი ფოტოსესია, რომელიც Country Magazine -ს ეკუთვნის და სადაც მური ულამაზეს შავ თეთრ კაბაში პოზირებს. კაბა ძველი ჰოლივუდური სტილის კინოფილმების ინსპირაციით არის შექმნილი. მბზინავი შავ-თეთრი კაბა დემის შლაპასთან აქვს შეხამებული.
ფოტოსესია თეატრის კულისებშია დაგეგმილი და დემისთან ერთად ფოტოებზე დაიან ლეინი და ქლოა სავინიც პოზირებენ. საინტერესოა, რომ გარეკანის ფოტოების გარდა, გამოცემა „დეილი მეილი“ სხვა ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც დემი შეუდარებელია პასტელურ კაბასა და პიჯაკში.
ნაომი კემპბელი, დემი მური, კეიტ მოსი და სხვები – უბერებელი გოგონები „ფენდის“ ჩვენებაზე