LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელისის მეტროსთან „იმპექსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა და განსაკუთრებული აქციებით, საჩუქრებით ელოდება მომხმარებელს

580
715X400 fortuna

თბილისში, ვაჟა – ფშაველას გამზირზე #50 (დელისის მეტროსთან) სააფთიაქო ქსელის „იმპექსის“ ახალი იისფერი აფთიაქი გაიხსნა. “იმპექსი” მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს და ახალი აფთიაქით კიდევ უფრო აფართოვებს ხელმისაწვდომობას დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში.

აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს, ისარგებლოს ყოველდღიური მაქსიმალური ფასდაკლებით მედიკამენტებზე 28 თებერვლის ჩათვლით, ასევე -35% და -40% ფასდაკლებით თავის მოვლის ევროპულ პრემიუმ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციაზე: VICHY, TOPICREM, La Roche-Posay, MONTBRUN,  PHYTORELAX, INTRA, ALPHANOVA და ა.შ. გარდა ამისა, 3 თებერვლის ჩათვლით, პარაფარმაციის ყოველ 30 ლარიან, ან მეტ შენაძენზე მომხმარებელს გადაეცემა საჩუქარი „იმპექსის“ ექსკლუზიური ევროპული კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციიდან.

დღესდღეისობით „იმპექსფარმი“ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. „იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს – ISO 9001:2015 და სანდო რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორ კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს „იმპექსის“ საფთიაქო ქსელის მფლობელი კომპანია, შპს „იმპექსფარმი“ გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერის“ (Leader of the Year) მფლობელი და დასახელდა, როგორც ფარმაცევტულ სექტორში ყველაზე დინამიურად მზარდი კომპანია წინა კალენდარული წლის შედეგებზე დაყრდნობით.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატების მქონე, ნატურალური და ორგანული კოსმეტიკური ბრენდები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ა.შ. აღნიშნული ბრენდები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და სწორედ „იმპექსმა“  შეძლო მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მომხმარებლებისთვის.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი, მომხმარებლებზე ზრუნვის ფარგლებში, მათ მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებსა და ფასდაკლებებს, რომლით სარგებლობა ქსელში „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს, შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა, დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს:

https://www.facebook.com/ImpexPharmacy

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები