LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელისის მეტროში რუსული წარწერა ჩამოხსნეს და უკან დაბრუნებას არ აპირებენ

1056
66043132_10158632411558835_5890173413078597632_o

მეტროსადგურ “დელისზე” რუსული წარწერა ჩამოხსნეს. როგორც “ფორტუნას” მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, Делиси-ს ადგილი ამოივსება და დაიფარება. მას შემდეგ, რაც მეტროსადგურების ერთიანი რეაბილიტაციის გეგმა შემუშავდება, აქ, ისევე როგორც სხვა სადგურებზე, ორენოვანი [ქართულ-ინგლისური] წარწერები დამონტაჟდება, თუმცა სხვა სტანდარტებით.

როგორი იქნება ახალი ვიზუალის წარწერები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ წარწერები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა შეიქმნას და საჭიროების შემთხვევაში ის მარტივად უნდა შეიცვალოს.

“მხოლოდ ამ სადგურზე იყო ძველი რუსული წარწერა შემორჩენილი. თავის დროზე, რუსულენოვანი წარწერები ყველგან ჩამოხსნეს, მაგრამ ეს იყო მარმარილოზე დამაგრებული და მისი შეცვლა მოგვიანებით იგეგმებოდა. ამ ფილების მოპირკეთება იგეგმება ისე, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, ხოლო შემდგომში, როდესაც ყველა სადგურის რეაბილიტაცია-განახლების პროცესი დაიწყება, შეიქმნება ახალი, თანამედროვე სტანდარტის, ორენოვანი ნავიგაციის სისტემა, რომელიც ყველა სადგურში ერთი ვიზუალის იქნება.

ზოგადად, მეტროში ორენოვანი სტანდარტის ნავიგაციის სქემა გვაქვს: ეს არის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი. ასეთივეა ხმოვანი შეტყობინებები. ეს რუსული წარწერა აბსოლუტურად კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი,” – განაცხადეს მეტროპოლიტენში “ფორტუნასთან”.

ინფორმაცია “დელისის” წარწერის ჩამოხსნის შესახებ, სოციალურ ქსელში მიხეილ სვანიძემ გაავრცელა. მის პოსტზე წერდნენ, რომ წარწერა უნიკალური შიფტითაა გაკეთებული და მისი ჩამოხსნა არასწორია.

მეტროპოლიტენის პრესსამსახურში ამბობენ, რომ წარწერა კომპანიის ქონებაა და ისევე როგორც სხვა წარწერები შეინახეს, დაასაწყობებენ “დელისის” რუსულენოვან ასოებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები