მერიის ცნობით, მეტრო ,,დელისის” მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა გარემოვაჭრეებმა საკუთარი ნებით შეწყვიტეს. “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა მეტრო ,,დელისის” მიმდებარე ტერიტორია დილითვე დაასუფთავეს. აღნიშული ტერიტორია სპეციალური ხსნარით ღამის საათებში მოირეცხება.
დედაქალაქის მასშტაბით უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება გრძელდება.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ქალაქის სხვადასხვა რაიონის გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.