საფრანგეთში გასამართი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თავისი პოსტის დატოვებას გეგმავს. 64 წლის სპეციალისტს კონტრაქტი სწორედ 2016 წელს უმთავრდება, რომლის გახანგრძლივებასაც ის არ აპირებს.
„იმ შემთხვევაშიც წავალ, თუ ახალ კონტრაქტს შემომთავაზებენ. ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე მუშაობა და შემდგომ წასვლა მსურს“, – დელ ბოსკეს სიტყვებს cope.es-ი ციტირებს.
ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს 2008 წლიდან წვრთნის, მისი დამოძღვრილი გუნდა ორჯერ გახდა ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი.