საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დეკრეტული შვებულების ანაზღაურების 2500 ლარამდე გაზრდის წინადადებით გამოდის.
ზაზა ლომინაძის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დემოგრაფია წარმოადგენს და კარგი იქნება, თუკი მთავრობა და პარლამენტი ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ზაზა ლომინაძემ აღნიშნული საკითხი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას დააყენა.