LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დეკორა” ფერად ელქტრო ჩამრთველ-გამომრთველებს გამოუშვებს

55

შპს ”დეკორამ” ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო. ის ფერადი ელექტრო ჩამრთველ-გამომრთველების ჩარჩოებსა და კორპუსებს გამოუშვებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, დირექტორმა ალეკო ახალაძემ განუცხადა, აღნიშნული პროდუქტის წარმოება უკვე მიმდინარეობს და ის ბაზარზე აპრილის შუა რიცხვებამდე უნდა გამოჩნდეს.

”ველოდებით შეფუთვების დასრულებას და სულ მალე რეალიზაციაში გავუშვებთ. ფერად ჩარჩოებსა და კორპუსებზე ევროპაში დიდი მოთხოვნაა. ქართულ ბაზარზე კი ეს ინოვაცია იქნება. მომხმარებელი შეძლებს შპალერის, კედლის, ან თუნდაც კაფელის ფერში შეიძინოს ელექტრო ჩამრთველ-გამომრთველები”, – აღნიშნა ახალაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციაა ”დეკორას” მიერ წარმოებული ფერადი სილით, მარმარილოთი და სპეციალური შემაწებებლებით მზადდება.  საწყის ეტაპზე კომპანია ელქტრო ჩამრთველ-გამომრთველების  კორპუსებსა და ჩარჩოებს 3-4 ფერში გამოუშვებს, ხოლო თუ საზოგადოების   მოთხოვნა იქნება, ფერთა გამას გაზრდის.  რაც შეეხება გავრცელების არეალს, ახალი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით სამშენებლო მასალებისა და ელექტროსაქონლის მაღაზიებში გიყიდება.

ცნობისთვის,  შპს ”დეკორა” კომპანიად  2014 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. ფერადი ქვიშისა და სილის მწარმოებელი ქარხანა კი 2015 წლის მარტში, ქუთაისში გაიხსნა.  საწარმოში 150 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და ის პროექტის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ამოქმედდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები