LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკემბერში საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს $555 მილიონს მიაღწია  

119
export-import-57359f8c98c52

2022 წლის დეკემბერში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე რეკორდული მოცულობის, 555.8 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით, ანუ 136 მილიონი დოლარით მეტია.

მთლიანად 2022 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა 5.59 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 31.8%-ით მეტია.

რაც შეეხება იმპორტს, მისი ზომა დეკემბერში 1.37 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ზრდა 31%), მთლიანად 2022 წელს კი საქართველოს იმპორტი 13.45 მილიარდი დოლარი იყო, რაც 33%-ით არის მომატებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები