„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პენსიონერებს შეხვდა.
ჩიხლაძე დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო და არაპენსიონერებისთვის მაღალპროცენტიან საბანკო ვალდებულებებზე, მოქალაქეების დაკარგულ ქონებაზე და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით მათ პენსიებსა და ვალების თემაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს პროცენტის განახევრების, მედიკამენტების ფასებისა და მსგავს ეკონომიკურ- სოციალურ თემატიკის საკითხები.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელზეც ერთი წელია, 2019 წლის ოქტომბრიდან ყოველკვირეულად ვაკეთებთ პრეზენტაციას თითოეულ მიმართულებაზე, როგორიცაა, ინდუსტრიის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური, განათლების სფეროს, IT ტექნოლოგიების და ა.შ. განვითარება. ყველა მიმართულება დამუშავებულია და პარტიას აღნიშნული გეგმების დიდი პრეზენტაცია ახლო მომავალში გვექნება, მანამდე კი ჩვენ ყველა მსურველს ვხდებით შეძლებისდაგვარად და მათთვის სასურველ თემებზე ვესაუბრებით,“ – განაცხადა ჩიხლაძემ.
ჩიხლაძემ მოქალაქეებს პარტიის სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები გააცნო და განაცხადა, რომლის თანახმადაც დეკემბერში საპენსიო სესხზე უსამართლოდ მაღალი პროცენტები ჩამოიწერება, ხოლო 2021 წლიდან ყველა სესხზე პროცენტი განახევრდება.