LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: „მღვდლებს არ გვაქვს განათლება, ინტელექტი, არაფერი ვიცით, გაზულუქებულნი ვართ და ვაჩლუნგებთ ადამიანებს, აზროვნებას ვუკრძალავთ“

1297
Teodore-gignadze

მამა თოდორე გიგნაძის ერთ-ერთი ქადაგება სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. გთავაზობთ მის მოსაზრებებს, რომლებიც ამ ქადაგებისას გამოთქვა:

„კითხვა მიჩნდება. რატომ არ აზროვნებენ ადამიანები სულიერ ცხოვრებაში?!. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც მღვდლისთვის, საშინელ რაღაცას ვიტყვი. მღვდლების ბრალია ეს და იმიტომ. მღვდლები არ ვაზროვნებთ. არ გვაქვს განათლება, ინტელექტი ხშირ შემთხვევაში, ხშირად არ გვაქვს ჯანსაღი სასულიერო განათლება, არაფერი ვიცით, სტიქიურად ვმოქმედებთ, გაზულუქებულნი იმით, რომ მამას გვიწოდებენ და ხელს გვიკოცნიან და არაფერი ვიცით. ჩვენთან ბრმად მოსულ… ეგ ცალკე პრობლემაა… არ უნდა მოხვიდე ბრმად ჩემთან. ეგებ, მე ბრმა ვარ. ვინ გითხრა, რომ ბრმად უნდა მოხვიდე? ექიმთან წახვალ ასე ბრმად, რადგან დიპლომი აქვს? არ წახვალ. ჩემთან რატომ მოდიხარ.

გაზულუქებული, ამგვარ მდგომარეობაში, საკუთარი „ღირსებით“ დაბრმავებულ სასულიერო პირთან მოდის ადამიანი და მე მას ვაჩლუნგებ და ვუკრძალავ აზროვნებას, ხანდახან პირდაპირაც, ეს წაიკითხე, ის არ წაიკითხო, ეს გააკეთე, ის არ გააკეთო, სულიერ ცხოვრებაში ვგულისხმობ, ისე, რომ მე მას აზროვნების საშუალებას არ ვაძლევ. საბოლოოდ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ სულიერ ცხოვრებაში არ უნდა იაზროვნონ…“

მამა თეოდორე იხსენებს ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომელიც მას უმტკიცებდა, რომ წიგნების კითხვა საჭირო არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები