LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი თამაზ ლომიძე: „ღმერთმა წყალობა მოგვივლინა აცრის სახით და არის ხალხი, ვინც წარმოუდგენელი მოტივებით, ხშირად რელიგიურით, ამაზე უარს ამბობს…“

774
tamazlomidze

მიუნხენში მოღვაწე ქართველი დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საქართველოში ხალხს აცრისკენ მოუწოდებს.

თამაზ ლომიძე:

„საქართველოში ერთ დღეში 3666 შემთხვევა აღირიცხა. წარმოუდგენელია, რომ საქართველოში კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ვაქცინას ებრძვის, მედიცინის მიღწევას, ღვთის წყალობას ამ განსაცდელში, ღმერთმა წყალობა მოგვივლინა აცრის სახით და არის ხალხი, ვინც წარმოუდგენელი მოტივებით, ხშირად რელიგიურით, ამაზე უარს ამბობს. სასულიერო პირებიც კი აცრის უარყოფისკენ მოუწოდებენ ადამიანებს. ხალხი კვდება მათ თვალწინ. ადამიანები მძიმე მდგომარეობაში თვეებს ატარებენ აპარატზე შეერთებულები, აცრა გადარჩენაა და ხალხი ქადაგებს აცრის უარყოფაზე. ამაზე დიდი ინდიკატორი არაა, რა სულიერ მდგომარეობაშია ჩვენი ხალხის რაღაც ნაწილი. შეიძლება, აცრილებიდან მცირე პროცენტი დაინფიცირდეს, მაგრამ არ გაურთულდება და არ მოკვდება. სტატისტიკა გვაჩვენებს ამას. მილიონობით ადამიანი გადარჩა, თითქმის არავინ მომკვდარა აცრის შემდეგ კორონავირუსით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები