დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განმარტა, არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს, ასევე, არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები.
დაცვის მხარე ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.