LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატები შევიდნენ, მის მონახულებსა სასულიერო პირებიც აპირებენ

200

დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატებს ხვდება, მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე ერთი საათია, იმყოფებიან.

ე.წ. მატროსოვის ციხესთან ცოტა ხნის წინ, ასევე, მივიდნენ დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, რომლებიც ბრალდებულ დეკანოზთან შევლენ.

მამა გიორგი მამალაძესთან საპატიმროში შესვლის ნებართვა სასულიერო პირებმა გუშინ აიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები