წნორში, მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 28 წლის ილიკო გურაშვილს ბრალი დაუმძიმდა.
გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გარდა დაკავებულს ძარცვასავ ედავება, რაც მოკლულის სახლიდან ძვირფასეულობის წაღებას უკავშირდება.
ადვოკატის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებს, ხოლო ძარცვის ფაქტს არ ეთანხმება.
გურაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში 1969 წელს დაბადებული ირინა ხაილოვა ნახეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მას დისშვილმა თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. ილიკო გურაშვილმა სახლიდან ფულთან ერთად ძვირფასი ნივთები წაიღო და მიიმალა. ხაილოვა კი, მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
პოლიციამ ილიკო გურაშვილი ცხელ კვალზე დააკავა.