LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს

45
კელი დეგნანი

„ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ დაიცვას დემოკრატია“, – ამ განცხადებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის უვადოდ არჩევის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთია ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან და არა მხოლოდ – ის არის ასოცირების შეთანხმებაშიც, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ დაიცვას დემოკრატია. ნათელია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესი საჭიროა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები, თუ როგორ გაუმჯობესდეს საქართველოს მართლმსაჯულება.

საქართველოში სადაც ვყოფილვარ, მაქვს შესაძლებლობა, რომ შევხვდე მოსამართლეებსა და რაიონული სასამართლოების წარმომადგენლებს, მოვუსმინო მათ საქმეებზე, რომლებსაც ისინი აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს. ძალიან ბევრი მათგანი არის ერთგული პროფესიონალი, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ნებისმიერ სახის ჩარევის გარეშე.

მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არ არიან საკმარისი მოსამართლეები, ზოგან ზედმეტად ბევრია. რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით.“– განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.

ამავე თემაზე:

კოალიცია მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევაზე: იუსტიციის საბჭოს სისტემური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერდება არაფორმალური გავლენა

„საგანგაშო სიგნალია“, „ოცნება“ ევრორეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს – როგორ აფასებს ოპოზიცია მურუსიძე-გვირიტიშვილის არჩევას

ნიკა სიმონიშვილი: მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა