Materiel Tbilisi-ის კაბით გამოცხადდა ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე იორდანიის დედოფალი რანია, რომლის ჩაცმულობის სტილი ერთ-ერთი გამორჩეულია და მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება.
ქართულმა ბრენდმა ახალი კოლექცია მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოადგინა და ულამაზესმა კაბამ სწორედ დედოფალ რანიას მდიდრულ გარდერობში გადაინაცვლა.