LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი განრისხებულია! –  სექსუალური სკანდალის გამო, პრინც ენდრიუს ყველა სამეფო ტიტული და სამხედრო წოდება ჩამოერთვა

403
queennews

პრინცი ენდრიუ ფაქტობრივად სამეფო ოჯახის წევრებს შორის ერთადერთია, რომელსაც აქამდე არსებული ყველა ტიტული ჩამოერთვა. გადაწყვეტილება დედოფალმა ელისაბეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ პრინცი ენდრიუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ეხება სექსუალურ სკანდალს, ვირჯინია ვუფრე ამტკიცებს, რომ ის პრინცმა 17 წლის ასაკში გააუპატიურა.

სექს-სკანდალის გამო პრინცი ენდრიუ სამეფო ვალდებულებებისგან გაათავისუფლეს (fortuna.ge)

დედოფლის ოფიციალურ გადაწყვეტილებას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამეფო ოჯახი არ ჩაერევა სამართლებრივ დავაში და ენდრიუს თავის დაცვა დამოუკიდებლად მოუწევს. სამეფო სახლი არც ადვოკატის ხარჯების დაფარვას გეგმავს. აქვე აღსანიშნავია, რომ პრინც ენდრიუს, ყველა სამხედრო წოდება ჩამოერთვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები