LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალ ლეტიციას დის ქმართან რომანი ჰქონდა – ფაქტი თავად დედოფლის სიძემ დაადასტურა

711
ლეტიცია

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია სკანდალში ეხვევა. მისი სიძე ხაიმე დელ ბურგო ამტკიცებს, რომ ლეტიციას მასთან რომანი ჰქონდა. საუბარია პერიოდზე, როცა დედოფალი უკვე დაქორწინებული იყო მეფე ფილიპეზე.

როგორც ბურგო ამტკიცებს, ის დედოფალ ლეტიციას 2004 წელს ხვდებოდა და ეს რომანი მას მერეც გაგრძელდა, როცა ლეტიცია დაქორწინდა. ამის დასტურად მან ინტერნეტში დედოფლის ფოტო გაავრცელა, სადაც თითქოსდა ორსული ლეტიცია ჩანს, რომელმაც, როგორც ბურგო ამტკიცებს, მას ფოტო გადაუგზავნა.

დედოფალს პირველი ქალიშვილი 2005 წელს შეეძინა.

ბურგოს ამ პოსტს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რის გამოც ცნობილ ბიზნესმენსა და ახლა უკვე პრინცესა ლეტიციას დის ქმარს პოსტის წაშლა მოუწია, თუმცა, ახალ პოსტში მან დაწერა, რომ ეს ფაქტი სიმართლეა.

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია „კაროლინა ჰერერას“ ულამაზეს ყვავილებიან კაბაში

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია H&M-ის 119 დოლარიან შავ კაბაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები