LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალ ელისაბედ II-ს სავარაუდოდ, 10-11 დღეში დაკრძალავენ

80
tyytjy

გაერთიანებული სამეფო დედოფალს გლოვობს. მონარქი, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყველაზე ხანგრძლივად მართავდა, გუშინ შოტლანდიაში, გარდაიცვალა.

96 წლის მონარქის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

ელისაბედ მეორემ მონარქის ტიტული 70 წელი ატარა. ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ გაერთიანებულ სამეფოსა და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე, მისი ვაჟი, 73 წლის ჩარლზი გახდა.

პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა

“როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ” – რას ამბობდა ელისაბედ მეორე

მეფე ჩარლზი დედის გარდაცვალების შემდეგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

როგორც საერთაშორისო მედია წერს, მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილ დედოფალს ბალმორალიდან ბუკინგემის, შემდეგ კი ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენებენ.

დაკრძალვა სავარაუდოდ, ვესტმინსტერის სააბატოში დაახლოებით 10 ან 11 დღეში გაიმართება. თარიღს ბუკინგემის სასახლე უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

დედოფალს პატივს მოაგებენ პარლამენტში, სადაც დროშები დაკრძალვის მომდევნო დღემდე დაეშვება.

გლოვის პირველ დღეს, ჰაიდ პარკსა და თაუერ ჰილზე 96-ჯერ გაისვრიან, თითოეული გასროლა დედოფლის სიცოცხლის თითოეულ წელს მიეძღვნება და ეროვნული წუთიერი დუმილი გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები