ქალბატონი 10-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას და ახალშობილის ფოტოს კლინიკა “ბომონდი” სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
კლინიკის ცნობით, ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.
“მორიგ ჯერზე გვაქვს პატივი, მორიგი კარგი ამბით გაგახაროთ.
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი და მომავალი შვილის სიცოცხლე “კლინიკა ბომონდი”-ს გუნდს ანდო, 10-წლიანი ლოდინის შემდეგ, დედა გახდა. პატარა მარიამი, რომელიც მშობლების ნანატრი შვილია, თავს კარგად გრძნობს.
ოპერატორი: ნათია გოგიბერიძე
მორიგე ექიმი: მარინა ჯიმშელეიშვილი
ბებიაქალი: ციური ბერაძე
ნეონატოლოგი: ფატი კალატოზიშვილი
ბავშვთა ექთანი: თიკო არიშვილი
ანესთეზიოლოგი: გიორგი კუბლაშვილი
ანესთეზიის მედდა: ნანა მელაძე
საოპერაციო მედდა: ნინო ქორიძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.