მოკლული 7 თვის ჩვილის მამა ტრაგედიის ღამეს „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იხსენებს. ამბობს, რომ მეუღლე ეჭვიანობის მიზეზს აძლევდა, თუმცა ვერ ხსნის, რატომ ჩაიდინა არასრულწლოვანმა დედამ შემზარავი დანაშაული.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ
მიხეილ დვალიშვილის თქმით, მას სახლის აივანზე ეძინა, როცა დაახლოებით ღამის 12-ის ნახევრისთვის მეუღლემ მას ოთახში შესვლა და დაძინება სთხოვა. დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე კი შვილი გარდაცვლილი ნახა, ხოლო მეუღლე სახლში აღარ იყო. როგორც დვალიშვილი იხსენებს, მისი არასრულწლოვანი ცოლი მუდმივად მესიჯობდა, შეტყობინებების შინაარსს კი უმალავდა, რაც მათ შორის გაუგებრობის მიზეზი იყო.
არასრულწლოვანს ბრალი გუშინ წაუყენეს. მის ინტერესებს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.