LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედის და მამის პასუხისგებაში მიცემას არ ველოდები“ – რას აცხადებს ადვოკატი ქმრის მიერ მოკლული 14 წლის გოგონას საქმეზე

6051
ნიკა მელია

ქმრის მიერ მოკლული 14 წლის გოგონას საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესებულია მკვლელობაში ბრალდებულის დისა და ბიცოლის პიროვნებით, რომლებმაც არსებული ცნობით, იცოდნენ იძულებითი ქორწინების შესახებ.

„ვერ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.. ჩვენი მიდგომა უმკაცრესი იქნება“ – ირაკლი შოთაძე 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საქმეზე

„16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი ურთიერთობა, მშობლებმა რომც იცოდნენ, როგორც ახლო ნათესავებმა შეიძლება პასუხისმგებლობა არ აიღონ, ვინაიდან, პასუხისმგებლობაში მათი მიცემა შესაძლებელია არ მოხდეს მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე თუ არის საუბარი.

მაგრამ, თუ მათი მხრიდანაც იყო აქტიური ჩართულობა ან მოტაცებაში, ან რაიმე სხვა ქმედებაში, მაშინ შესაძლებელია მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

დედის და მამის პასუხისგებაში მიცემას არ ველოდები.

„საჯაროდ ამ თემაზე არ მსურს საუბარი, ძალიან მიჭირს.. მკვლელობამდე სამი დღით ადრე დამირეკა“ – 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა

დანაშაულის შეუტყობინებლობის ნაწილში დას ვერ წაუყენებენ ბრალს, რადგან ახლო ნათესავია, მაგრამ ბიცოლა იმის გამო, რომ ახლო ნათესავად არ ითვლება და მასაც იურიდიულად ევალებოდა საგამოძიებო ორგანოებისთვის შეეტყობინებინა, შესაძლებელია, მისი პასუხისმგებლობა დადგეს“, – აცხადებს ადვოკატი ალი ბადიროვი „რუსთავი 2“- თან.

„სისტემა უნდა დაფიქრდეს, საჭირო ხომ არაა დასჯადი გახდეს იძულებითი ნიშნობაც.. პრობლემაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნუთუ, არავინ დაინტერესებულა, სად არის ეს ბავშვი?!“ – აიჰან გასანოვი 14 წლის აითაჯის მკვლელობაზე

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს.

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდაცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა 

რას ამბობს 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბებია: „გადაწყვიტეს, რომ დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, მისი სახლში დაბრუნება, ოჯახის სირცხვილი იქნებოდა“

„ჩვენ ეს ტელევიზიით გავიგეთ, მას შემდეგ, რაც გოგო მოკლეს“ – რას ჰყვება მოკლული 14 წლის გოგონას მამის ძმა

აითაჯ შახმაროვას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს – რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბიძა

ვიდეო: „მითხრა, მაგას თუ იზამ, შენი შვილის გვამს ნახავო.. არც ვიცოდი, რომ 28 წლის იყო.. მისი ოჯახი მეუბნებოდა რომ 22-ის იყო“ – 14 წლის აითაჯის დედა კაცზე, რომელმაც მისი შვილი მოკლა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები