თერჯოლის სოფელ ძევრში დაღუპული 11 წლის ბიჭის და აცხადებს, რომ ბავშვმა დედას მამის მხრიდან ძალადობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ნათია აბჟანდაძე იხსენებს დეტალებს, როცა არასრულწლოვანმა უცხოეთში მყოფ დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა.
„მოკლეს და ჩამოკიდესო ამბობენ, რამდენად მართალია არ ვიცი. ისე, მამამისი სულ სვამდა და ცოლს სცემდა."
მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა
„დედიკო სახლში ვარ, თუ მამიკომ ყვირილი დაიწყო მილიციას გამოუძახე და მიშველეო“,-უთქვამს ბიჭს დედისთვის.
ცნობისთვის, თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო მამა დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ მშობელი შვილზე სისტემეტიურად ძალადობდა.