მსოფლიოში აღიარებული სოპრანო, ნინო მაჩაიძე გუშინ მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის იტალიელ მეუღლეს, ასევე მომღერალ გუიდო ლოკონსოლოს, გოგონა, ელენა შეეძინათ. მათ უფროსი ვაჟი, ალესანდროც ჰყავთ.
ნინომ დღეს პატარა გოგონას ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„პატარაობისას სულ წარმოვიდგენდი თავს, როგორც ორი შვილის დედას და წარმოვიდგენდი, რომ ბიჭი და გოგონა მეყოლებოდა. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ახლა, როცა ჩემი პატარა გოგონაც ჩემთან ერთადაა, ჩემს მკვლავებში და მისი უფროსი ძამიკოც ტკბილად უვლის მას, ვუყურებ მათ და ვფიქრობ, როგორი განმაციფრებელია მათ დედიკოდ ყოფნა. ჩვენ ოთხნი ვართ და შეყვარებულები ვართ პატარა გოგონა ელენაზე. კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში, ჩემო პატარა გოგონავ, უსაზღვროდ გვიყვარხარ, შენ ხარ ჩვენი მზის სხივი და დედიკო გიჟდება შენზე“.