LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედი, ჩემს სახელზე ერთი სანთელი დაანთეო…არანაირად არ მაგრძნობინა, რა იყო ამის მიზეზი, ანუ უკვე ომში მიდიოდა და დედის ლოცვას თხოულობდა” – აგვისტოს ომში დაღუპული გმირი სერგეი გოროზიას დედა

286
BeFunky-collage - 2023-08-08T232413.376

აგვისტოს ომში დაღუპული სერგეი გოროზიას დედა, მზია კვირკველია ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს იხსენებს.

„ჩემი შვილი ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. მისი დათრგუნვა თითქმის შეუძლებელი იყო. დედი, ჩემს სახელზე ერთი სანთელი დაანთეო, ომახიანად მითხრა. არანაირად არ მაგრძნობინა, რა იყო ამის მიზეზი, ანუ უკვე ომში მიდიოდა და დედის ლოცვას თხოულობდა. გათენდა 8 აგვისტო და ვერაფერს ვგებულობთ. 9-ში მე და ჩემმა გოგომ გადმოვკვეთეთ საზღვარი”, – საუბრობს მზია კვირკველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები