LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედე“-ს „ეარ ფრანსის“ ბორტზე აჩვენებენ

301

საქართველოს კინოთეატრებში უკვე გამოვიდა სვანური სიყვარულის ამბავი „დედე“. ფილმს ათზე მეტი პრესტიჟული საერთაშორისო კინოჯილდო აქვს აღებული და მას უკვე ქართველი მაყურებელი აფასებს.

გარდა ამისა, „დედე“-ს კიდევ ერთი წარმატება ხვდა წილად. ის პირცველი ქართული ფილმია, რომლითაც უმსხვილესი ფრანგული ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“ დაინტრესდა, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ქართული ფილმი მისი მგზავრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ასე რომ, „ეარ ფრანსის“ მგზავრები მას ბორტზე ნახავენ.

2017 წლის მონაცემებით ამ ავიახაზების მომსახურებით 98.7 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ ფილმი 22 თებერვლიდან  გადის საქართველ;ოს კინოთეატრებში, ხოლო 28 თებერვალს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი მაყურებელს კინო „ამირანში“, 19:30-იანი სეანსის დასრულების შემდეგ შეხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები