LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

268
air

დედას შვილი აეროპორტში დარჩა და ამის გამო აფრენილი თვითმფრინავი უკან მოაბრუნა. შემთხვევა საუდის არაბეთში მოხდა. რეისი SV832 სულ რამდენიმე წამის აფრენილი იყო, როდესაც პილოტმა დისპეჩერს უკან დაბრუნების ნებართვა თხოვა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტის წევრებს მიმართა, მას ბავშვი ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი ქსელში გავრცელდა და 50 ათასზე მეტი ნახვაც დააგროვა. პილოტი ითხოვს რომ აუცილებლად უკან უნდა დაბრუნდნენ, რადგან პატარა ბავშვი მოსაცდელ ოთახში სრულიად მარტოა დარჩენილი. მცირე ყოყმანის შემდეგ მას თანხმობას აძლევენ და ლაინერი აეროპორტში ჯდება.

ხოლო, თუ როგორ დარჩა დედას შვილი ან რა მოხდა შემდეგ – ამის შესახებ ინფორმაცია აღარ ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები