LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედას არაფერი უსაყვედუროთ, უხეშად არაფერი უთხრათ, თუ ვინმესგან ზრდილობა და კეთილი ურთიერთობა გისწავლიათ, ეს, პირველ რიგში, დედასთან გამოავლინეთ“ – შალვა ამონაშვილი 

211
Untitled design

ფილოლოგი და ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი საზოგადოებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.

აღმზრდელობით თემებზე პედაგოგის რჩევებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს.

ვიდეო: შალვა ამონაშვილი: „მამებს მინდა გთხოვოთ… მონახეთ დრო, არ თქვათ, ბიზნესს ვაკეთებ, ოჯახს ვაჭმევ და ესეც საკმარისიაო, არ არის საკმარისი…“ 

ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში შალვა ამონაშვილი დედის მნიშვნელობაზე საუბრობს და მოქალაქეებს ურჩევს, დედის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინონ:

„ჩვენ ადამიანთა შორის ვცხოვრობთ და ადამიანებთან სხვადასხვა კავშირი გვაქვს. მეგობრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან, ნაცნობებთან, უცნობებთან, ყველასთან თავისი მიდგომა და თავისი სიტყვა გვჭირდება. მაგრამ, ამ ადამიანთა შორის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება – ეს არის დედა.

დედას არაფერი უსაყვედუროთ, უხეშად არაფერი უთხრათ. თუ ვინმესგან ზრდილობა და კეთილი ურთიერთობა გისწავლიათ, ეს, პირველ რიგში, დედასთან გამოავლინეთ.

ის არის ჩვენი ცხოვრების თავი და ბოლო. ღმერთი ადამიანებს დედის მეშვეობით აჩენს, ჩვენს პლანეტას დედის მეშვეობით ასახლებს. ასე რომ, თუ რამე გიწყენინებიათ, დაუყოვნებლივ ბოდიში მოუხადეთ დედას და ამის შემდეგ ალერსი გამოხატეთ, გულში ჩაიხუტეთ.

ორი ყური გაქვთ – ორივეთი მოუსმინეთ. ორი თვალი გაქვთ და ხარბად უყურეთ დედას, იმიტომ, რომ შემდეგ დედა წავა და გული არ დაიწყვიტოთ იმით, რომ მას რაღაც დააკელით“, – ამბობს შალვა ამონაშვილი.

შალვა ამონაშვილი: ჩვენ აღზრდას სერიოზულად არ ვუდგებით, სკოლაში საერთოდ გამოვრიცხოთ აღზრდა, არ არის

ვიდეო: „რაც დღეს ბავშვს აკლია, ეს არის მზრუნველი და მეგობარი ადამიანი” – შალვა ამონაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები