LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქში ტრამვაი დელისი-ორთაჭალის მიმართულებით ივლის

338

თბილისის მერია დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნებას აპირებს. აღნიშნული  გეგმის სახით, დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტშია გაწერილი, რომელიც საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.

როგორც დოკუმენტში წერია,  ტრამვაის პროექტის განხორციელება დელისი-ორთაჭალის მიმართულებით მოხდება. თუმცა, კონკრეტულ თარიღს, თუ როდის განხორციელდება პროექტი, ჯერჯერობით თბილისის მერიაში არ აკონკრეტებენ.

თბილისის მერიის მიერ შედგენილ დოკუმენტში ტრამვაის აღდგენა გრძელვადიან გეგმებში მოიაზრება. პროექტის ღირებულება სავარაუდოდ, მინიმუმ 100 მილიონი დოლარი იქნება.

ცნობისთვის, ერთადერთი ტრამვაის სისტემა საქართველოში  თბილისში, 1883 წლიდან 2006 წლამდე,  ფუნქციონირებდა . თავდაპირველად მუშაობდა ცხენის წევაზე, 1904 წლიდან კი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. 2006 წლის 4 დეკემბერს თბილისის ტრამვაის სისტემა, სატროლეიბუსო სისტემასთან ერთად, გაუქმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები