ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. საუბარია 60 მილიონი ევროს პროექტზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება 10 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია, ესენია – გურამიშვილი, სადგურის მოედანი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი, 300 არაგველი, რუსთაველი, ისანი, წერეთლის გამზირი, ნაძალადევი. საკითხზე დღეს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.
მან იქვე თქვა, რომ თბილისის მერიამ უკვე შეიძინა და მომდევნო 2 წლის განმავლობაში შემოიყვანს 40 ვაგონს. 52 ვაგონი კი, კაპიტალურად შეკეთდება.