„ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი“, – ამის შესახებ განცხადებას “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე რეგიონებში მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ,რომ დედაქალაქის ნახევარს და საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგია დღის 14 საათისთვის შეუწყდათ.