LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

59
fsefaasfasfa

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახებთან ერთად დაესწრნენ.

„მივესალმები თბილისს, მივესალმები სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს, რომელებიც დღეს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან და იქიდან გვადევნებენ თვალს. მინდა, საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან მივულოცო ჩვენს ქართველებს.

მინდა, ყველას გთხოვოთ, მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა. ყველაფერი ცუდი, რაც იყო 2021 წელს, რა თქმა უნდა, უნდა გავატანოთ წარსულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები