კიევის მერი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ კიევის გამაგრებაზე ზრუნვა გრძელდება.
“დედაქალაქი შემოჭრის საფრთხის ქვეშაა. ამიტომ სამხედროებთან ერთად ვაგრძელებთ კიევის გამაგრებაზე ზრუნვას – მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს ვიტალი კლიჩკო. უკრაინის დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე კიევში სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების უმეტესობა სრული დატვირთვით მუშაობს.
“ქალაქის ხელისუფლება აგრძელებს ქალაქის საარსებო წყაროს უზრუნველყოფას. მუშაობს კომუნალური საშუალებები. დედაქალაქში არის გათბობა, წყალი, განათება, ინტერნეტი. აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების უმეტესობა ღიაა.
მაგრამ დედაქალაქი შემოჭრის საფრთხის ქვეშაა. ამიტომ სამხედროებთან ერთად ვაგრძელებთ კიევის გამაგრებაზე ზრუნვას. ჩვენ ჩვენს დამცველებს ვაძლევთ საკვებს და აღჭურვილობას, რომელიც მოდის კიევისა და უკრაინის მეგობრებისგან.” ამბობს კლიჩკო.
დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მე-15 დღეა. 2 კვირაა უკვე უკრაინა აგრესორის თავდასხმებს იგერიებს. იბომბება საცხოვრებელი კორპუსები, სამოქალაქო ობიექტები, საავადმყოფოები და სამშობიაროები.