LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედამთილის სიტყვა კანონია, მეტყვის – ეს კაბა არ ჩაიცვა, არ ვიცვამ“ – მარგარიტა სიმონიანი

584
მარგარიტა-სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ მის სახლში მთავარი სიტყვა, დედამთილს ეკუთვნის:

„ყველამ იცის, რომ მე და ტიგრანი დედებთან ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ დიდი მხიარული ოჯახი გვაქვს, სადაც არავინ ჩხუბობს. მივსდევთ ტრადიციებს, მაგალითად, მე არ მაქვს უფლება, არ დავემორჩილო დედამთილს. მისი სიტყვა კანონია, თუ დედამთილი მეტყვის, ეს კაბა არ ჩაიცვა, არ ჩავიცვამ. ბევრჯერ უკითხავს, ამ კაბით უნდა დაჯდე ეთერშიო? წავსულვარ და გამომიცვლია“ – განაცხადა სიმონიანმა ტელეარხ „რასიას“ ეთერში. 

მარგარიტა სიმონიანი: „კაცებო, მოგვეცით საშუალება, გავაჩინოთ ბავშვები… საბჭოთა დროს არსებული ბავშვთა დაწესებულებები აუცილებლად უნდა დაბრუნდეს!..“

„ოდესმე ყველა დავიხოცებით“ – მარგარიტა სიმონიანი ომში გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცის შესახებ

„მოდი შევიჭრათ კალიფორნიაში“ – მარგარიტა სიმონიანი რუსეთის ჯარს ახალ გეგმას უდგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები