დედამიწას ორი ასტეროიდი უახლოვდება.
The Sun -ის ცნობით, NASA-მ მას “პოტენციურად სახიფათო ობიექტი” უწოდა.
ერთ-ერთი მათგანი ბიგ-ბენის კოშკის ზომისაა. მეორის ზომა ორჯერ აღემატება Empire State Building-ს.
სავარაუდოდ, პირველი ასტეროიდი ჩვენს პლანეტასთან 11 იანვარს 5.6 მილიონი კმ მანძილზე გაივლის. მეორე 18 იანვარს 0.013 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, რაც NASA-ს შეფასებით, “ახლო მანძილად” ითვლება.