LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედამისს ეს სახლ-კარი უნდოდა და ტყუილი მოუგონა, ბავშვსაც ჩააგონა – ეს თქვიო“ – რას ამბობენ ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებულის ოჯახის წევრები

248
Untitled design

სამეგრელოში, 8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ოჯახი ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი დააკავეს

როგორც დაკავებული მამაკაცის მეუღლე აცხადებს, ტყუილი ბავშვის დედამ მოიგონა და ბავშვსაც სიცრუე ათქმევინა. 

„შვილები არ აინტერესებს, არაფერი არ აინტერესებს, უდანაშაულოდ დამიკავა ქმარი. მის ერთ შვილს ვზრდით ჩვენ, მეორეს მული, მესამე თავისთან ჰყავს. ეს არის არარსებული. დედამ ჩააგონა, რომ ეს თქვიო. ჯინი ჰქონდა, ეს სახლ-კარი უნდოდა, ჩემი ქმრის ჯინი ჰქონდა და ასეთი ტყუილი მოუგონა“, – ამბობს დაკავებულის მეუღლე.

დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მცირეწლოვნის დედა ადრე დედამთილს და მამამთილს ცემაში ადანაშაულებდა:

„ჩემი შვილი ხომ წაეჩხუბა ქმარს, ხომ დაურეკა მილიციას და უთქვამს, მამამთილი, დედამთილი და ქმრის ძმა მცემსო და მილიციაში ჩამიშვა“, – ამბობს დაკავებულის მამა.

„არაა ეს ასე.. ჩვენს სიმართლეს სასამართლოზე დავამტკიცებთ, ბავშვს არაფერი არ აქვს, ვიცი ჩემს ძმას ტყუილს უგონებენ“, – ამბობს დაკავებულის ერთ-ერთი ძმა.

ბრალდებას სიცრუეს უწოდებს მოზარდის მამაც და ამტკიცებს, რომ ბავშვს ამის თქმა მისმა მეუღლემ აიძულა:

„არაფერი დაზიანება არ აქვს ჩემს შვილს“, – ამბობს არასრულწლოვნის მამა.

შეგახსენებთ,8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები