LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამ შვილის მომავალი კავალერებისთვის 4 მკაცრი წესი შეადგინა

38
34254532

ავსტრალიელმა ქალმა ჩამოთვალა რამდენიმე წესი, რომელიც იმ ბიჭებმა უნდა დააკმაყოფილონ ვისაც მის ქალიშვილთან სურს შეხვედრა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

36 წლის კეტ ზოი კლარკმა პირველი ქალიშვილი ლატიშა თავის 17 წლის დაბადების დღეზე გააჩინა. 8 წლის შემდეგ მას კიდევ ერთი გოგონა, ჯენა შეეძინა. ლატიშამ პაემნებზე სიარული უკვე დაიწყო და დედაც მის პირად ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული.

კეტს შვილის რჩეულებისთვის 4 მკაცრი წესი აქვს. პირველ რიგში ბიჭმა დაბადების დღე არა მხოლოდ ლატიშას, არამედ დედამისსაც უნდა მიულოცოს და საჩუქრები ორივეს უნდა აჩუქოს. გოგონას ურთიერთობის დაწყებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში შეყვარებულის სახლში დარჩენა ეკრძალება.

მესამე – ბიჭის ოჯახი ძალიან ადეკვატური და მხიარული უნდა იყოს, რათა კლერკმა მათთან ერთად ოჯახური დღესასწაულები კომფორტულად გაატაროს. და ბოლოს, ბიჭს ფინანსური პრობლემები არ უნდა ჰქონდეს და პირველ პაემანზე ფული სრულად უნდა გადაიხადოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები