LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, შვილებს დაუვიწყარი დაბადების დღე მოუწო [ფოტოები]

980
Untitled-1

ელია 5 წლის ბიჭია, რომელიც პიქსარის მულტფილმით UP-ით შეპყრობილია. მან საკუთარი დაბადების დღის ფოტოსესიისთვის ბებია-ბაბუა მულტფილმის გმირებივით გამოაწყო.

ფოტოები ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ისტორია, რომელიც ამ ფოტოების მიღმაა, კიდევ უფრო საინტერესოა, ვიდრე თავად ეს ფაქტი.

ელიას დედას, ფოტოგრაფ რეიჩელ პელმანს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ზუსტად მას შემდეგ, რაც ბიჭი და მისი ტყუპისცალი ემილი დაიბადნენ.

“მეშინოდა, მოვესწრებოდი თუ არა მათ მეხუთე დაბადების დღეს. მაშინ როცა დიაგნოზი გავიგე, ჩემი უფროსი შვილი მიკაილა 5 წლის იყო და ვფიქრობდი იმაზე, ჩემს ტყუპებს ვნახავდი თუ არა ამ ასაკში,” – უთხრა პერმანმა CNN-ს.

ახლა, 5 წლის შემდეგ, პერმანს რემისია აქვს. ასე რომ, მისი ტყუპებისთვის განსაკუთრებული დაბადების დღის მოწყობა სურდა.

“გავაკეთე ყველაფერი ის, რაც ჩემს შვილებს უყვართ,” – აღნიშნა პერმანმა.

ბიჭის ტყუპისცალმა ემილიმ, ფოტოებისთვის მარტორქა აირჩია. ასე რომ, ქალმა გადაწყვიტა მისტიკური მარტორქასავით ფოტოსესიისთვის ცხენი გამოეწყო.

რაც შეეხება ელიას, პერმანი ამბობს, რომ ბიჭი წლებია უკვე ამ მულტფილმით შეპყრობილია. ხატავს მხოლოდ ამ მულტფილმიდან სცენებს: ბუშტებს, სახლს…

ბებია-ბაბუის ფოტოსესიაში მონაწილეობა პერმანის იდეა იყო. ამით დედამ შვილის გაოცება შეძლო.

“შეიშალა, როცა ისინი მულტფილმის გმირების მსგავსად გამოწყობილი დაინახა,” – ამბობს იდეის ავტორი.

რიჩარდ და კაროლინ ბეინები თითქმის 90 წლის არიან და რეალურადაც ძალიან გვანან მულტფილმის მთავარ გმირებს კარლს და ელის. ისინი ფოტოსესიაში მონაწილეობას დიდი სიხარულით დათანხმდნენ.

“ბაბუა აქსესუარების ასარჩევად მაღაზიაში თავად წავიდა. მანამდე კი შვილიშვილის საყვარელ მულტფილმს უყურა, რომელიც ნანახი არ ჰქონდა,” – ყვება პერმანი.

ოპერაციის შემდგომი გართულებების მიუხედავად, პერმანი ამბობს, რომ სიმსივნე აღარსად ჩანს. ახლა უკვე ყველა ელოდება და ისიც გეგმავს, მისი უფროსი შვილის ფოტოსესიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები