საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძემ მამის შესახებ გადაცემაში „სხვა კითხვები“ ისაუბრა და ბოლო წუთები გაიხსენა.
„მამას ბოლო წლებში აწუხებდა ძალიან მძიმე დაავადება, ამაზე არსად ვსაუბრობდი. ჰქონდა ალცაიმერი. მამა და დედა ყველგან დამყავდა, იაპონიაში მყავდნენ, რიგოლეტოს გადაღებაზე, მსოფლიო მოვატარე, მაგრამ მამა რომ ცუდად იყო, ვეღარ ვატარებდი ისე. მაგრამ დავაკვირდი ერთ რამეს, რომ რაღაცას რომ მოვუყვებოდი ძალიან უხაროდა, გავიდოდა ერთი-ორი საათი, ისევ ვუყვებოდი. ძალიან უხაროდა, ამას ხშირად ვაკეთებდი, მსიამოვნებდა, რომ მას უხაროდა.
მერე უკვე ძალიან დამძიმდა, ბოლო წუთებშიც მასთან ვიყავი, უბრალოდ, ისე მოხდა, ნემსი უნდა გამეკეთებინა, ავედი ზემოთ ჩამოსატანად და დედამ მითხრა, აღარ შემოხვიდეო. ნუღარ იჩქარებ – ეს ტექსტი მახსოვს. წუთში ავცდი. მაგრამ მთავარი მახსენდება მამისგან, ჯერ პოზიტივი, სიმღერა და სიტყვები – შვილები, რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა გული გატკინონ, გააგრძელე და ყოველთვის ენდე ადამიანებს. მეც ასე ვიყავი და ძალიან მაგარია, ყოველთვის ამას მეუბნებოდა“- ამბობს სურგულაძე.