“დედაენა” სკოლებში არა იაკობ გოგებაშვილის ვარიანტით, არამედ სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული ვერსიით ბრუნდება. განათლების სამინისტროს ცნობით, ადაპტირებული ვარიანტის შემუშავებაში მინისტრთან და მის მოადგილესთან ერთად, კომისიის წევრებმაც მიიღეს. აკადემიკოსებთან და პროფესორებთან ერთად, კომისიაში არიან დეპუტატები ზაზა გაბუნია და მარიამ ჯაში.
პრემიერი ამბობს, რომ წიგნი განათლების სისტემიდან უპასუხისმგებლო ადამიანებმა ამოიღეს.
სკოლებში გოგებაშვილის დედა ენა ბრუნდება და უფასოდ დარიგდება
კომისიის წევრები: აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ახლანდელი და ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე და პედაგოგი მარინე გოგავა, ასევე ზაზა გაბუნია და მარიამ ჯაში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ექნება საზოგადოებას “დედაენის” ახალი ვერსიის ნახვი შესაძლებლობა, ან რა განსხვავებაა, მასა და გოგებაშვილის “დედაენას” შორს.