ანსამბლ „ალილოს“ ცნობილი მომღერლის, გია დავითიანის უფრო ქალიშვილი, ნინო დავითიანი პირველ წარმატებულ დუეტსა და მამაშვილობაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.
ვიდეო: გია დავითიანის ქალიშვილი რუსა მორჩილაძის ცნობილ სიმღერას ასრულებს: „ტკბილხმიანი გოგო“
ნინომ, რომელსაც სიმღერა ბავშვობიდან გამოსდიოდა, კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის ჰიტი „ვერ აგისრულე“ მამასთან ერთად ტელეგადაცემაში „პოსტ-ალიონი“ იმღერა, რამაც სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა.
„სარკესთან“ ინტერვიუში ნინო ამბობს, რომ დედის გარდაცვალება უმძიმესი განსაცდელი აღმოჩნდა.
გია დავითიანი: „ვერც წარმოვიდგენდი, რომ თავიდან დავიწყებდი ცხოვრებას და მარტოკაცი აღარ ვიქნებოდი“
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„დედის გარდაცვალება ყველა ასაკში მტკივნეულია, ჩვენი დედიკო კი ძალიან ახალგაზრდა, ლამაზი წავიდა ამ ქვეყნიდან. უმძიმესი განსაცდელი დაგვატყდა თავს, თან იმ დროს, როცა ყველაზე ძალიან გვჭირდება დედის რჩევა-დარიგება, მოფერება, სიყვარული. ერთად შევიკარით, ერთმანეთს გადავუნაწილეთ დარდი და გავუძელით.
მამა ძალიან განიცდიდა. ჩვენ, დებს, ერთმანეთი გვყავდა, მამას კი აღარ ჰყავდა გვერდით თავისი მეორე ნახევარი. ჩემს დაზე 7 წლით უფროსი ვარ, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მეტი მაქვს. არ მინდოდა, მამას მარტო გაევლო წუთისოფელი. პირადად ვერ გავუბედე, ამიტომ ბებიას ვუთხარი, რომ ერჩია მისთვის მეორედ დაოჯახება“
– მამას გაუმართლა და მართლაც შეხვდა ცხოვრების თანამგზავრს, რომელთანაც ბედნიერია. გოგოებმა როგორ მიიღეთ ეკა, როგორი ურთიერთობაა თქვენ შორის?
„ეკა არაჩვეულებრივი ადამიანია, საუკეთესო თვისებებით შემკული. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. სხვანაირად როგორ შეიძლება?! დღესასწაულებზე ვიკრიბებით. ეკას ორი ვაჟი ჰყავს, შვილიშვილები. საუკეთესოდ ვუგებთ ერთმანეთს და გულწრფელად მიხარია, რომ მამაჩემს გვერდით ერთგული მეგობარი ჰყავს“