LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედა სიდონია: საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დამისვეს

209

დედა სიდონია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ექიმებმა თვალზე საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

დედა სიდონიას ეკრანის ყურება აუკრძალეს, შესაბამისად, მასთან გაგზავნილ მესიჯებს, მისი ნდობით აღჭურვილი პირი წაიკითხავს.

მონაზონი სტატუსში ასევე, წერს, რომ ოპერაციის გაკეთებას გეგმავს.

“ჩემო ძვირფასებო, დღეს სამწუხაროდ დამისვეს თვალზე საკმაოდ მძიმე დიაგნოზი და შესაბამისად ეკრანის ყურება ამეკრძალა გარკვეული ვადით ! (ოპერაციამდე)

ღვთისწყალობით იმედი მაქვს მალე გამოვჯანმრთელდები და დაგიბრუნდებით, თუმცა არც მანამდე მიგატოვებთ უყურადღებოდ, რადგან ყველა თქვენს მონაწერს, კომენტარს თუ სტატუსს უპასუხებს ჩემთვის ნდობით აღჭურვილი პირი… ასე რომ ყველა ინფორმაცია მოვა ჩემამდე!“, – წერს დედა სიდონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები