LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედა-შვილი, რომელიც ათობით პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ერთმანეთს დაემსგავსა

17

ბრიტანელმა დედა-შვილმა ათობით პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა ერთმანეთს ტყუპებივით დამსგავსებოდნენ. 38 წლის ჯორჯიანამ და მისმა 20 წლის ქალიშვილმა კაილამ უკვე 63 ათას დოლარზე მეტი დახარჯეს, რათა საოცნებო გარეგნობა მიეღოთ.

კაილა სტრიპტიზის მოცეკვავეა და მისი შემოსავლის მთავარი წყაროც სწორედ ესაა. დედას ქალიშვილის საქმიანობა ძალიან მოსწონს, რადგან მისი საშუალებით, ისინი ოპერაციების დაფინანსებას ახერხებენ.

ამ მომენტისთვის მათ გაიზარდეს მკერდი, ტუჩები, გაიკეთეს მრავალი ბოტოქსი, დაიგრძელეს თმა და კიდევ მრავალი კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარეს.

სამწუხაროდ, დედა-შვილს ფინანსური პრობლემები დაეწყოთ და როგორც კი ფულის საკითხს მოაგვარებენ, ოპერაციების გაკეთებასაც გააგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები