LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა, რომელიც მთელი დღე გასულია და გადაღლილი, ხუთზე-ექვსზე შემოდის თვეების ბავშვთან, მე არ ვიცი, რა ენერგია უნდა ჰქონდეს“ – ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

338
Capture

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დედისა და შვილის ურთიერთობისა და მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე ისაუბრა. ფსიქოლოგი წუხილს გამოთქვამს დედების რთული სამუშაო გრაფიკის გამო და თვლის, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

„პირველ წლებში და პირველ თვეებში დედა ბავშვს სჭირდება ფიზიკურად, რომ ის ბიოლოგიური კავშირი, რაც მუცლადყოფნის პერიოდიდან მოჰყვება, შენარჩუნებული იყოს, მშვიდად იყოს ბავშვი, დაცულად იგრძნოს თავი. დედის ემოციური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა, დაცულად გრძნობს თავს და კომფორტულად არის ზოგადად, ეს გადადის ბავშვზეც.

დედა, რომელიც მთელი დღე გასულია, დილიდან გასული გადაღლილი ხუთზე-ექვსზე შემოვა თვეების ბავშვთან, მე არ ვიცი, ან რა ენერგია უნდა ჰქონდეს, ან რა ემოციური რესურსები და უნარები, რომ ბავშვს მისცეს ყველაფერი, რაც თვეების ბავშვს სჭირდება, ჩემთვის წარმოუდგენელია“, – განაცხადა ფსიქოლოგმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები